Accentnews.ge
ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება

ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება

27/11/2023 06:04:53 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ–ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: "ირიცხება თუ არა ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში, არის თუ არა იგი ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი" და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა:

„არ ირიცხება, არ ირიცხება, რავიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას.... არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]".

ამის შემდეგ ხაბეიშვილმა საკუთარი პასუხი ფურცელზე ხელმოწერით დაადასტურა.

ამავე გადაცემაში ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნიკა მელიამ "თავად გადაწყვიტა, აღარ იყოს პარტიის წევრი".

"თუ ნიკა მელია აზრს შეიცვლის და ენმ-სთან დაკავშირებით უარყოფით საუბარს შეწყვეტს, ხელმეორედ დაწერს განცხადებას, მივიღებთ", – დასძინა მან.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ "მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი: „რუსი ოლიგარქი ან საქართველო - ტოტალური შეტევა სისტემაზე“ გამოაქვეყნა. მანიფესტს პარტიის წევრების ნაწილმა ხელი მოაწერა. ღონისძიებას არ ესწრებოდნენ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ მანიფესტის მიუხედავად, ვინც გააგრძელებდა იგივე დაპირისპირების კამპანიას პარტიასთან, ის პარტიის გარეთ დარჩებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S