ზელენსკი – ნიდერლანდების არჩევნებზე: ნუ ხართ შოკირებულები, ახლო მომავალში გამოწვევები არ იქნება
24/11/2023 18:20:52 მსოფლიო
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ იმოქმედებს უკრაინის მხარდაჭერაზე უახლოეს მომავალში. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ნიდერლანდებს, გთხოვთ, ნუ იქნებით შოკირებულნი“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მისი აზრით, უკრაინა ნიდერლანდებთან „კარგ ურთიერთობაშია“ და ამ სტატუსს ახლა ჰოლანდიის მთავრობის მეთაური მარკ რუტე უჭერს მხარს.
"რუტეში დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გამოწვევები არ იქნება", - დასძინა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, მარკ რუტე პრემიერ-მინისტრის პოსტზე დროებით არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირებამდე დარჩება. თუმცა, ამ პროცესს შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს.
არჩევნებში გაიმარჯვა მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიამ, რომელიც არ უჭერს მხარს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.


