Accentnews.ge
"ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს"

"ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს"

20/12/2019 16:08:37 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ლატვია ქართველის ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს.

„მოვითხოვ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელსაც ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ პატიმრობა მიუსაჯა. ლატვია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ამ განაჩენს უკანონოდ მიიჩნევს“ ,- აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს დღეს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის: ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს "საზღვრის განზრახ კვეთის" ბრალდებით დააკავეს. იგი დღემდე ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში რჩება.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.

საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S