Accentnews.ge
უკრაინამ სამი ბერძნული კომპანია „ომის მხარდამჭერთა“ სიიდან ამოიღო

უკრაინამ სამი ბერძნული კომპანია „ომის მხარდამჭერთა“ სიიდან ამოიღო

24/11/2023 16:37:24 მსოფლიო

უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან სამი ბერძნული კომპანია გამორიცხა. ამის შესახებ უწყებამ 24 ნოემბერს განაცხადა.

ეს კომპანიები არიან: Thenamaris Ships Management Inc, Minerva Marine და TMC Tankers LTD.

გადაწყვეტილება იმით აიხსნა, რომ ამ სატრანსპორტო კომპანიებმა შეწყვიტეს რუსული ნავთობის ტრანსპორტირება.

„ეროვნული სააგენტო ღიაა საერთაშორისო ბიზნესთან თანამშრომლობისთვის და მზადაა გაიაროს კონსულტაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც აუცილებელია თითოეული კომპანიის სიიდან ამოსაღებად“, - აცხადებენ სააგენტოში.

2023 წლის ზაფხულში სააგენტომ აღადგინა „ომის სპონსორების“ სტატუსი ხუთ ბერძნულ გადამზიდავ კომპანიასთან მიმართებით: Dynacom Tankers Management (DTM), Delta Tankers LTD, Thenamaris Ships Management Inc., Minerva Marine, TMC Tankers LTD.

29 სექტემბერს კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, რომ დროებით უჩერებს სიაში სტატუსს ბერძნულ გადამზიდავ კომპანიებსა და უნგრულ OTP Bank-ს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S