Accentnews.ge
თბილისში ყინულის სასახლის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ყინულის სასახლის მშენებლობა იგეგმება

24/11/2023 16:01:17 საზოგადოება

თბილისში ყინულის სასახლის მშენებლობა იგეგმება. ყინულის სასახლის მშენებლობისათვის საჭირო დეტალური პროექტის მომზადების და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ტენდერს აცხადებს. სავარაუდო ღირებულება 30 მლნ ლარია.

ყინულის სასახლე დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე განთავსდება.

სასახლეში იქნება ყინულის მოედანი, რომლის პარამეტრები იქნება 60/30 მეტრზე, სადაც არანაკლებ 500 მაყურებელი უნდა განთავსდეს. სასახლეში იქნება ქორეოგრაფიული დარბაზი, გასახდელები, სატრენაჟორო დარბაზი, კვების ობიექტი, მსაჯების ოთახი და ყველა საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, რაც საჭიროა ციგურაობის, თუ ყინულის ჰოკეის მოთამაშეების ვარჯიშისა და შეჯიბრებებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S