Accentnews.ge
ნატახტრი - ბათუმი - ნატახტარის სუბსიდირებული ავიარეისები აღარ შესრულდება

ნატახტრი - ბათუმი - ნატახტარის სუბსიდირებული ავიარეისები აღარ შესრულდება

24/11/2023 15:51:38 საზოგადოება

„აკ -ეარ ჯორჯიას“ და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" შეთანხმებით, 24 ნოემბრიდან, ნატახტარი-ბათუმი-ნატახტარის ავიარეისები შეწყდება. ცვლილება კერძო და სახელმწიფო კომპანიებს შორის 2018 წლის 26 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში შევიდა, რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოს შიდა ავიაბაზარზე სუბსიდირებული ავიარეისების შესრულება.

ამ ეტაპზე მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდის შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ ერთხელ უნდა გახანგრძლივდეს, ან ახალი ტენდერი გამოცხადდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S