Accentnews.ge
"ჰამასმა" 25 მძევალი გაათავისუფლა

"ჰამასმა" 25 მძევალი გაათავისუფლა

24/11/2023 14:52:13 მსოფლიო

რადიკალურმა ჯგუფმა "ჰამასმა" 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ გატაცებული მძევლების გათავისუფლება დაიწყო.

საერთაშორისო მედიის ცნობით, პირველად გაათავისუფლეს ტაილანდის 12 მოქალაქე, რომლებიც ისრაელში სეზონურ სამუშაოზე ჩავიდნენ. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა მათი გათავისუფლება.

მათ შემდეგ ისრაელის 13 მოქალაქე "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს გადასცეს.

მძევლები ღაზას სექტორის ეგვიპტესთან საზღვარზე არსებული რაფაჰის საგუშაგოს გავლით ტოვებენ. მათ ხვდებიან ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები, ასევე ექიმები და ფსიქოლოგები. იქიდან გათავისუფლებულებს ვერტმფრენით გადაიყვანენ ჰაცერიმის სამხედრო ავიაბაზაზე სამხრეთ ისრაელში, შემდეგ კი საავადმყოფოებში. იქ ისინი შეხვდებიან ოჯახებს და დარჩებიან სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მინიმუმ ორი დღის განმავლობაში, იუწყება – Haaretz.

ისრაელი 13 მძევლის სანაცვლოდ დღეს "ჰამასის" წარმომადგენლებს გადასცემს 39 პალესტინელს, რომლებიც სასჯელს ისრაელის ციხეებში იხდიდნენ. ისინი დღეს გაათავისუფლეს ოფერის ციხიდან და წითელი ჯვრის ავტობუსით მიიყვანეს ღაზას საზღვრამდე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S