Accentnews.ge
WP: რუსეთი ყირიმის ხიდის ქვეშ წყალქვეშა გვირაბის აშენებას ჩინურ კომპანიებთან ერთად აპირებს

WP: რუსეთი ყირიმის ხიდის ქვეშ წყალქვეშა გვირაბის აშენებას ჩინურ კომპანიებთან ერთად აპირებს

24/11/2023 11:03:12 მსოფლიო

რუსეთი აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებებს ჩინურ ბიზნესთან წყალქვეშა გვირაბის მშენებლობაზე, რომელიც დააკავშირებს რუსეთის ფედერაციას ანექსირებულ ყირიმთან და ამავე დროს, დაიცავს უკრაინის შეტევებისგან. ამის შესახებ The Washington Post უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მიერ განხორციელებულ მოსმენებზე დაყრდნობით იუწყება.

აღნიშნული მოლაპარაკებები დაიწყო რუსული მხარის ინიციატივით, ხოლო ეს გამოიწვია ქერჩის სრუტეზე არსებული ხიდის უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებამ. ქერჩის ხიდი ძირითადი ლოგისტიკური მარშრუტია, რომლითაც რუსული სამხედრო დაჯგუფება მარაგდება. ომის დაწყების შემდეგ ხიდზე რუსული უსაფრთხოება ორჯერ წარმატებით იქნა გარღვეული.

ექსპერტების შეფასებით, ამ მასშტაბის სამუშაოს დასრულებას მილიარდობით დოლარი და რამდენიმე წელი დასჭირდება. ისინი ასევე ხაზს უსვამენ, რომ მსგავსი პროექტები საომარი მოქმედებების ზონაში არასოდეს განხორციელებულა. თუმცა, მათი აზრით, რუსეთს ეს პროექტი აუცილებლად სჭირდება, რადგან ომში გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უახლოეს წლებში ყირიმის ხიდზე უკრაინის თავდასხმებთან მოუწევს გამკლავება.

ამავდროულად, პროექტმა შესაძლოა პოლიტიკური და ფინანსური რისკები შეუქმნას ჩინეთს, რომელსაც ოფიციალურად არასოდეს უღიარებია ყირიმის ანექსია. თუ ჩინური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას გვირაბის მშენებლობაში, ისინი შესაძლოა, დასავლეთის სანქციების ქვეშ მოხვდნენ. თუმცა, როგორც WP აღნიშნავს, მიმოწერაში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა პროექტში მონაწილეობის მისაღებად. ამ კომპანიის მენეჯმენტის დელეგაცია ყირიმში ოქტომბრის დასაწყისში ჩავიდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყირიმის ხიდზე სულ მცირე, ორჯერ წარმატებით განხორციელდა თავდასხმა - 2022 წლის 8 ოქტომბერს და 2023 წლის 17 ივლისს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S