"თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები თითოეული ჯარისკაცის კეთილდღეობას უზრუნველყოფს"

20-12-2019 17:09:00 სხვა ,თავდაცვა ,რეკლამა

„გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი საამაყო ჯარი. მინდა, თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ ყველა დაგეგმილ რეფორმას ჩვენ წარმატებით მივიყვანთ ბოლომდე და ერთად შევქმნით თავდაცვის მაქსიმალურად ქმედით სისტემას. ძალისხმევას არ დავიშურებთ ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარით!“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მინისტრობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას. 

ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართველ სამხედროებზე ზრუნვაზე არა მხოლოდ თავდაცვის ძალებში სამსახურის პერიოდში, არამედ მათთვის ღირსეული პირობების შექმნაზე სამსახურის ვადის ამოწურვის შემდეგაც. 

„აუცილებელია სამშობლოს წინაშე მრავალწლიანი სამხედრო სამსახურის შესაბამისი დაფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს გვექნება კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელსაც წარვუდგენთ საზოგადოებას“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 100-დღიანი მუშაობის შეჯამებისას.  

ახალი ამბები

სხვა სიახლეები