
აზერბაიჯანი ტრანზიტის ზრდას და საქართველოსთან ახალი სასაზღვრო პუნქტის გახსნას გეგმავს
23/11/2023 18:15:36 კავკასია
2024-26 წლებში აზერბაიჯანი ტრანზიტული ტვირთბრუნვის 27%-იან ზრდას გეგმავს. სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, აღნიშნულს პრეზიდენტ ალიევის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.
კერძოდ, თუ 2022 წელს, აზერბაიჯანის გავლით, 10.7 მლნ ტონა ტრანზიტული ტვირთის გადატანა მოხდა, 2024 - 2026 წლებისთვის სამიზნე მაჩვენებლად 13.6 მლნ ტონა განისაზღვრა.
ამავე დოკუმენტში საუბარია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დამატებით სასაზღვრო - გამშვები პუნქტების აშენებაზე, თუმცა კონკრეტულად სად, დაზუსტებული არ არის.