
აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები საზღვრის საკითხზე შეხვდებიან
23/11/2023 16:55:57 კავკასია
აზერბაიჯანი და სომხეთი სახელმწიფო საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავენ,– იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
"მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 30 ნოემბერს, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების სასაზღვრო რეგიონში დელიმიტაციის კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართება".
მანამდე, 21 ნოემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთთან პირდაპირი ორმხრივი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა და ერევანს სახელმწიფო საზღვარზე შეხვედრას შესთავაზა სამშვიდობო შეთანხმების ირგვლივ მსჯელობისთვის.