Accentnews.ge
ლუკაშენკომ სომხეთის "დემარშით" უკმაყოფილება არ დამალა

ლუკაშენკომ სომხეთის "დემარშით" უკმაყოფილება არ დამალა

23/11/2023 15:13:39 მსოფლიო

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრების სამიტზე სომხეთის არდასწრება “დემარშად” შეაფასა.

“ერთიან დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემური საკითხები ყოველთვის იყო და იქნება. თუ ვაპირებთ მათ მოგვარებას, მაშინ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვაგვაროთ და გარკვეული მიზეზების გარეშე დემარშები არ მოვაწყოთ”, - განაცხადა ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო "ბელტას" ცნობით, ლუკაშენკომ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ კავკასიაში ვითარებას და კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს "ერთ-ერთი წევრის გარკვეულ უკმაყოფილებას”.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ.

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა, რომ სომხეთის არმონაწილეობის გამო არსებობს გადაწყვეტილებების დამტკიცების კვორუმის პრობლემა. მაგრამ ბელარუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის დელეგაციის არდასწრების მიუხედავად, დამტკიცებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.

"შევთანხმდით, რომ სამიტის შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ერევანს ეწვევა. და, რა თქმა უნდა, შემთანხმებელი კომისიის ფარგლებში აქ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას გადავცემთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს. და იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან", - განმარტა სერგეი ალეინიკმა.

იხილეთ ასევე: ტასმაგამბეტოვი: სომხეთმა უარი თქვა ОДКБ–სგან "დახმარების" მიღებაზე

სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S