ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას
23/11/2023 14:57:40 მსოფლიო
ლატვია მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
"სეიმის დეპუტატები მოუწოდებენ სხვა წევრ სახელმწიფოებს, მხარი დაუჭირონ ევროკომისიის რეკომენდაციებს და დაამტკიცონ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. პარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკომისიას და ევროკავშირის საბჭოს, დაუყოვნებლივ მოამზადონ და დაამტკიცონ უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო", - ნათქვამია განცხადებაში.
სეიმი ასევე ურჩევს უკრაინასა და მოლდოვას, გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების განხორციელება.


