Accentnews.ge
სოფელ კირბალში, სადაც ადგილობრივები გიორგობას აღნიშნავენ, გაძლიერებული პატრულირებაა

სოფელ კირბალში, სადაც ადგილობრივები გიორგობას აღნიშნავენ, გაძლიერებული პატრულირებაა

23/11/2023 09:54:12 საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალში, სადაც ადგილობრივები გიორგობას აღნიშნავენ, გაძლიერებული პატრულირებაა.

სოფელში, რომელიც საოკუპაციო ხაზს ემიჯნება პოლიციაა მობილიზებული. რამდენიმე ეკიპაჟი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილდება და გადაკეტილი აქვთ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიშისკენ მიმავალი გზა. სოფლის დასავლეთ ქედზე კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მოძრაობენ და ვითარებას აკვირდებიან.

ადგილობრივები გიორგობას ტრადიციულად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში აღნიშნავენ, რომელიც სოფლის სასაფლაოსთან არის. იქიდან ჩანს ახლა უკვე ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეული ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნიში.

კირბალელები ამბობენ, რომ 6 ნოემბრის შემდეგ სოფელში საპოლიციო ძალების დამატებითი ჯგუფები პატრულირებენ და უსაფრთხოება გაძლიერებულია.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S