
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდი გაქურდეს
27/05/2019 11:07:00 სხვა, სამართალი
პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფისი გაქურდეს, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".
როგორც „აქცენტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და როგორც ამ დროისათვის არის ცნობილი ფონდიდან არაფერი წაუღიათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.