Accentnews.ge
რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გზის გახსნას 2 000–მდე სატვირთო ელოდება

რუსეთ-საქართველოს საზღვარზე გზის გახსნას 2 000–მდე სატვირთო ელოდება

23/11/2023 08:45:40 საზოგადოება

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დამაკავშირებელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა სატვირთო ავტომობილებისთვის დაკეტილია. ამის გამო რუსეთის მხარეს ჭარბად დაგროვდა საქართველოში შემოსვლის მომლოდინე ავტომობილების რაოდენობამ,– იუწყება ჩრდილოეთ ოსეთის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრი.

23 ნოემბრის დილის მდგომარეობით, რიგში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი 1989 სატვირთო ავტომობილი დგას.

19 ნოემბერს დიდთოვლობის გამო გზაზე შეჩერდა სატვირთო მანქანების მოძრაობა, საღამოს კი ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა. 22 ნოემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ დაშვებულია მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S