ისრაელის უშიშროების საბჭოს მდივანი: მძევლების გათავისუფლება პარასკევამდე არ დაიწყება
23/11/2023 07:07:00 მსოფლიო
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ცაჩი ჰანეგბი აცხადებს, რომ პირველი ისრაელელი მძევლები პარასკევამდე არ გათავისუფლდებიან. ამის შესახებ The Times of Israel წერს.
ჰამასის მაღალჩინოსანმა მუსა აბუ მარზუკმა 22 ნოემბერს თქვა, რომ შეთანხმება ძალაში ხუთშაბათს, დილის 10 საათზე შევა და რამდენიმე საათის შემდეგ, იგივე ჟურნალისტებთან დაადასტურა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმა.
მაგრამ ჰანეგბიმ თავის ბოლო განცხადებაში აღნიშნა, რომ "ჩვენი მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებები მუდმივად მიმდინარეობს."
"გათავისუფლება დაიწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების შესაბამისად, მაგრამ არა პარასკევამდე," - თქვა მან.
სამთავრობო წყარო ასევე ამბობს, რომ ჯერ უცნობია, მიიღეს თუ არა მოსადის უფროსმა დევიდ ბარნეამ და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალმა ნიცან ალონმა, რომლებიც ამჟამად კატარში იმყოფებიან შეთანხმების საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად, მძევლების სახელები, რომლებიც პირველ დღეს უნდა გათავისუფლდნენ.


