Accentnews.ge
კობიაშვილი – კვარაცხელიაზე: არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა

კობიაშვილი – კვარაცხელიაზე: არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა

23/11/2023 06:32:32 საზოგადოება

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი "ადამიანური შეცდომას" უწოდებს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, რასაც გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა.

"არის ადამიანური შეცდომა, რაც სამწუხაროა და არანაირი ახსნა არ აქვს, არც უნდა მომხდარიყო, თუმცა, მოხდა ეს ყველაფერი, ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარია, ვიფიქროთ იმაზე, რომ ძალიან მალე, რამდენიმე თვეში გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის და ზუსტად ეს ერთიანობა გვჭირდება დღეს, რომ ამ ერთიანობით მივიდეთ ჩვენ ამ 21 მარტის თამაშამდე",– განაცხადა ლევან კობიაშვილმა TV იმედზე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 2024 წლის მარტში დაგეგმილი ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ნაკრების ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S