
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი საქართველოში ჩამოასვენეს
23/11/2023 06:03:39 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე საქართველოში ჩამოასვენეს.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლი ქურციკიძე შეტევითი ოპერაციის დროს სამხედრო ტექნიკის აფეთქებას ემსხვერპლა. ის უკრაინაში 2022 წლის მაისიდან იბრძოდა.
ირაკლი ქურციკიძის ცხედარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსთავში გადაასვენეს. მას შაბათს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 54 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.