BBC: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხუთშაბათს 10 საათზე ამოქმედდება
22/11/2023 17:34:14 მსოფლიო
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ხუთშაბათს 10 საათზე (ადგილობრივი დროით) ამოქმედდება, – იუწყება BBC წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე, „ჰამასის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუსა აბუ მარზუკმა ტელეარხ Al Jazeera-ს განუცხადა, რომ სწორედ ამ დროს არის მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებებში პაუზის დაწყება პირველი მძევლების გათავისუფლების წინ.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ზავი ხვალ შევა ძალაში „რაღაც მომენტში“.
ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება.


