
პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე დააჯილდოვა
22/11/2023 14:45:21 საზოგადოება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს ორი მოქალაქე – ინესა ბეზირგანოვა და ვლადიმერ გოლოვინი პუშკინის მედლით დააჯილდოვა.
კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ა.ს.გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული მუზეუმის ხელმძღვანელს ინესა ბეზირგანოვას და ჟურნალ "რუსული კლუბის" მთავარი რედაქტორის მოადგილეს, ვლადიმერ გოლოვინს გადაეცა.
პუტინის ბრძანება რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.