
კალაძე: თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მლრდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა
22/11/2023 10:44:39 საზოგადოება
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა 1 მლრდ 700 მლნ 912 ათასი ლარით განისაზღვრა.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის მოცულობა 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 69 მილიონამდე ლარითაა გაზრდილი. მისი ცნობით, პროექტი საკრებულოს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.
„თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა, რომელიც წარდგენილია საკრებულოში, განსაზღვრულია 1 მილიარდ 700 მლნ 912 ათასი ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 68 მლნ 779 ათასი ლარით. ეს არის ბიუჯეტის პროექტის პირველადი და არა საბოლოო ვერსია. ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანოთ, რადგან მოგვიწევს აღნიშნული პროექტის მოცულობის დაკორექტირება. ვთანამშრომლობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რისთვისაც ამ უწყებას მადლობას ვუხდი. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა კალაძემ.