Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

„ქართული ოცნების“ კონფერენციებზე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს

20/11/2023 17:31:08 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გურიის მხარეში დასრულდა. პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში დღეს გამართულ კონფერენციებზე ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი უხელმძღვანელებს; ოზურგეთის ორგანიზაციას – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დარჩია; ჩოხატაურის ორგანიზაციას – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე.

21 ნოემბერს კონფერენციები ხარაგაულში, ჭიათურასა და საჩხერეში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S