
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 48 ჟურნალისტი დაიღუპა
20/11/2023 17:01:47 მსოფლიო
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" (CPJ) ბოლო მონაცემების მიხედვით, ისრაელი-"ჰამასის" ომის გაშუქებისას, სულ მცირე, 48 ჟურნალისტი დაიღუპა.
CPJ–ს ცნობით, მათგან 43 პალესტინელი იყო, 4 ებარელი და 1 ლიბანელი. დაშავდა 9 და უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 3 და დაკავებულია 13 ჟურნალისტი.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".