Accentnews.ge
ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

20/11/2023 14:09:51 მსოფლიო

ერევანმა და ბრიუსელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, - იუწყება Armenpress.

მისი ინფორმაციით, ერევანსა და ბრიუსელს შორის ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

დოკუმენტი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პარუირ ოვანისიანმა და სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვასილის მარაგოსმა შეადგინეს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო სომხეთის ხელისუფლებას თებერვალში ამ მისიის მიღებისთვის. სტატუსის შესახებ შეთანხმება, რომელიც ჩვენ დღეს გავაფორმეთ, ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამართლებრივი სიზუსტის მოპოვებას, როდესაც საქმე ეხება ქვეყანაში მისიის ყოფნისას სხვადასხვა უფლებებისა და მოვალეობების რეგულირებას“, - განაცხადა ვასილის მარაგოსმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმება სომხეთში მისი საქმიანობის უფრო ეფექტურ განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის: ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში მუშაობა 2023 წლის თებერვალში დაიწყო და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარეს ევროპელი დამკვირვებლები პატრულირებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S