
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართა
20/11/2023 13:53:48 რეგიონები, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, უწყების მხარდაჭერით ანიმაციური ფილმების მე-15 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ გაიმართა. ფესტივალი ქალაქ ბათუმში, ხულოში, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში 13 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ფესტივალის ფარგლებში ქ. ბათუმში, ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტში და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ანიმაციური ფილმწარმოების ინტერაქტიული პრეზენტაციები, მოწვეული პროფესიონალი ანიმატორების მასტეკლასები და VR-ანიმაციური პროექტების დემონსტრაცია მიმდინარეობდა. ასევე გაიმართა ანიმაციური ფილმების ჩვენებები, როგორც ბავშებისათვის, ასევე უფროსებისათვის.
ფესტივალის დახურვის ღონისძიება 18 ნოემბერს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა.