Accentnews.ge
"თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

"თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა

20/11/2023 13:40:19 რეგიონები, რეკლამა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, "თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში ბათუმში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გელა გელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა მიერ თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენა. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო ინტელექტუალურ თამაშს, რომელშიც ბათუმის 5 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

ინტელექტუალურ შეჯიბრში გამარჯვება ბათუმის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს.თამაშის მონაწილე და გამარჯვებულ გუნდებს, მანდატურის სამსახურისა და ევროპის საბჭოს სახელით, სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და ვაუჩერები გადაეცათ.

ევროპის საბჭოსა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტიურად აგრძელებს, საქართველოს მასშტაბით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ღონისძიებების გამართვას.ჩვენ გვაერთიანებს მრავალფეროვნებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერა!

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S