Accentnews.ge
უკრაინამ 94 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 94 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

20/11/2023 13:47:19 მსოფლიო

უკრაინამ კიდევ 94 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, იუწყება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი.

შეტყობინების მიხედვით, ცხედრებს გადაასვენებენ ექსპერტიზისა და იდენტიფიცირებისთვის სპეციალიზებულ დაწესებულებებში.

შტაბი დასძენს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, ასევე გადასცეს უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიაში დაღუპული მებრძოლების ცხედრები.

უკრაინაში დაკარგული პირთა ერთიანი რეესტრი 2023 წლის მაისიდან ფუნქციონირებს. იქ ხვდება ყველა მონაცემი დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ.

დაღუპულთა უკრაინელი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია. გასული წლის აგვისტოში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ დაახლოებით 9 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის დროს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სექტემბერში განაცხადა, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომში უკრაინა 50-მდე ჯარისკაცს კარგავს ყოველ დღე შეტევითი და თავდაცვითი მოქმედებების დროს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S