რუსეთის შსს სიმონიანის მოწოდებაში, მოაწყონ ბირთვული აფეთქება ციმბირში, პრობლემას ვერ ხედავს
20/11/2023 13:24:28 მსოფლიო
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ ხედავენ ექსტრემიზმის ნიშნებს სამთავრობო პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის წინადადებაში, რომ "სადღაც ციმბირში" ბირთვული აფეთქების მოწყობა დასავლეთის საწინააღმდეგოდ კარგი იდეა იქნებოდა.
ამის შესახებ საუბარია რუსეთის შსს-ს წერილში, რომელიც მოსკოვის საქალაქო დუმის დეპუტატ ევგენი სტუპინს საჩივრის პასუხად გაუგზავნეს.
"შემოწმების დროს არ გამოვლენილა "ექსტრემისტულ ქმედებებთან ბრძოლის შესახებ" ფედერალური კანონის შესაბამისად რეაგირების საფუძველი". – ნათქვამია რუსეთის შსს-ს პასუხში.
ოქტომბრის დასაწყისში სიმონიანი საავტორო გადაცემაში ბირთვული აფეთქების რუსეთისვე ტერიტორიაზე, როგორც მან თქვა, "სადღაც ციმბირის თავზე" განხორციელების წინადადებით გამოვიდა. ამ გზით, სიმონიანის ხედვით, "კოლექტიური დასავლეთი" დაისჯება, რომელთანაც, კრემლის პროპაგანდისტის განცხადებით, რუსეთი ომში იმყოფება.
„ძვირფასო და პატივცემულო ყოფილ პარტნიორებო, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, თქვენ ომს ჩვენთან აწარმოებთ და ჩვენ იძულებულნი ვართ, ვიბრძოლოთ თქვენთან იმ ყველაფრით, რასაც ეს მოიცავს. და ამისთვის არც კი არის საჭირო, როგორც ჟინრინოვსკი მოითხოვდა, დავარტყათ ვაშინგტონს. აქ ერთმა ჭკვიანმა მითხრა ის, რაც არც ვიცოდი და ვერც ვხვდებოდი. თუ განხორციელდება თერმობირთვული აფეთქებას ასობით კილომეტრის მოშორებით ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე, სადღაც ციმბირის თავზე, მაშინ არაფერი საშინელი არ მოხდება დედამიწაზე. არც ატომური ზამთარი, რომელიც ყველას აშინებს, არც ის რადიაცია, რომელიც ყველას კლავს ირგვლივ, ხოლო ვინც არ დაიღუპელა, 10 წლის განმავლობაში მოკვდება ონკოლოგიური დაავადებით - არაფერი ამგვარი. არამედ, მწყობრიდან გამოვე ელექტრონიკა, ყველა თანამგზავრი, ეს კამერა, რომლითაც ახლა ვიღებ, ტელეფონი, რომელიც ჩემს გვერდით დევს, გამოირთვება... ჩვენ კი თქვენთან ერთად დავუბრუნდებით სადღაც 1993 წელში – სადენიანი ტელეფონები, სატელეფონი ჯიხურები...გეტყვით, რომ მშვენივრად ვცხოვრობდით, მართლაც, ბედნიერიც კი ვიქნები.სულ მცირე, არ მომიწევს შვილებისთვის ახსნა, თუ რატომ აქვს ყველას გაჯეტები, მაგრამ მათ არა... (სიმონიანმა მოგვიანებით განმარტა, რომ ის შვილებს გაჯეტების გამოყენებას უკრძალავს). ეს ვარიანტი რჩება და ეს არის ყველაზე ჰუმანური რამ, ვიტყოდი, ყველაზე უწყინარი. მე ვერ ვხედავ სხვა გამოსავალს, გარდა ამისა, მომწონს ეს თუ არა“,– თქვა სიმონიანმა.
სიმონიანის სიტყვების გამო, მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატის ევგენი სტუპინის დამხმარემ, ნიკოლაი კოროლიოვმა თქვა, რომ საგამოძიებო კომიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, "გაეანალიზებინათ" სიმონიანის სიტყვები და მიეცათ სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში.
სიმონიანმა უკმაყოფილება გამოთქვა ხმაურით და უჩივლა მათ, ვინც მის წინააღმდეგ ითხოვდა გამოძიებას.


