
ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს
27/05/2019 10:13:49 სხვა, სამართალი
ზესტაფონში, რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა საწყობში, სადაც ორ პირს რელსები დაეცა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.