Accentnews.ge
პრეზიდენტი – პარლამენტს: ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი

პრეზიდენტი – პარლამენტს: ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი

17/11/2023 14:22:51 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს სამარცხვინოს უწოდებს.

"საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე.

სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ - მორიგი უმსგავსობა.

კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი",– აცხადებს პრეზიდენტი.

მის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური ავრცელებს.

პარლამენტის სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატ ლევან მგალობლიშვილსა და რამდენიმე ოპოზიციონერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლევან მგალობლიშვილმა ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს და ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მიმართა - “ნაბ..., წესიერად…შენ ხარ უზრდელი”, შემდეგ კი "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ანა წითლიძეს მიკროფონი მოუქნია. საპასუხოდ, წითლიძემ მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.

სხდომაზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობდა ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რასაც თინა ბოკუჩავამ "ტყუილი" უწოდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S