Accentnews.ge
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მოსკოვს სტუმრობს

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მოსკოვს სტუმრობს

17/11/2023 13:17:12 პოლიტიკა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის წევრი, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი კვლავ მოსკოვშია.

რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მან მონაწილეობა მიიღო 16 ნოემბერს ანდრეი რუბლიოვის სახელობის "ძველრუსული კულტურისა და ხელოვნების" ცენტრალურ მუზეუმში გახსნილ XI ყოველწლიურ სამეცნიერო ღონისძიებაში "რუსეთი. საქართველო. ქრისტიანული აღმოსავლეთი. სულიერი და კულტურული კავშირები", რომელიც მუზეუმის ორგანიზატორისა და პირველი დირექტორის - დავით არსენიშვილის გარდაცვალებიდან მე-60 წლისთავს ეძღვნებოდა.

რუსეთის საპატრიარქო იქვე განმარტავს, რომ დავით არსენიშვილი მეუფე ნიკოლოზს ენათესავებოდა.

მისივე ინფორმაციით, ღონისძიების გახსნამდე მეუფე ნიკოლოზმა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველთან, მეუფე გრიგორისთან ერთად რუსეთის პატრიარქის კურთხევით მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარში არსენიშვილის სახელზე პანაშვიდი გადაიხადა.

"ჩვენ ერთიანი მართლმადიდებელი ხალხი ვართ. ჩვენ ერთიანნი ვართ იესოში, რწმენაში, ლოცვაში, მათ შორის - ჩვენი წინაპრებისთვის" - განაცხადა მეუფე გრიგორიმ.

სამეცნიერო ღონისძიება დღეს, 17 ნოემბერს დასრულდება.

ცნობისთვის: მეუფე ნიკოლოზი მოსკოვს ანალოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2022 წელსაც სტუმრობდა. რუსეთის საპატრიარქოს ინფორმაციით, მაშინ იგი შეხვდა მოს­კო­ვის სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო სა­ეკ­ლე­სიო კავ­ში­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ვო­ლო­კო­ლამსკის მიტ­რო­პო­ლიტ ან­ტონს, რომელთანაც "გაიმართა გულ­თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი სა­უბა­რი­ რუ­სე­თისა და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მდგო­მა­რე­ო­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტზე“. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასევე მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის მრჩე­ვე­ლი, დე­კა­ნო­ზი ნი­კო­ლაი ბა­ლა­შო­ვი და DECR-ის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, დე­კა­ნო­ზი იგორ ია­კიმ­ჩუ­კი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S