პესკოვი: რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი იქნება ისეთივე, როგორიც პუტინია
17/11/2023 08:44:23 მსოფლიო
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა სტუდენტურ საინფორმაციო არხ MGIMO 360-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი „ისეთივე იქნება, როგორიც პუტინია“. და მან განმარტა: ”ან განსხვავებული, მაგრამ ისეთივე.” მის სიტყვებს რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS ციტირებს.
„ვლადიმირ პუტინს ჯერ არ განუცხადებია, რომ აპირებს კენჭისყრას. მაგრამ მე გულწრფელად მინდა, მჯეროდეს, რომ ის ამას გააკეთებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის მოიგებს არჩევნებს, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კვლავაც ჩვენი პრეზიდენტი იქნება. დანარენს კი ვნახავთ, ”- თქვა მან.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი. პუტინს მონაწილეობა ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს და განაცხადა, რომ "სამართლიანი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და რუსეთში საარჩევნო პროცესებში ჩარევის ყველა მცდელობა აღიკვეთება".
არჩევნები ტარდება იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ან პატიმრობაში იმყოფებიან, ან დევნილობაში. რუსეთი კრიტიკული აზრის გამოვლენა დევნას ექვემდებარება განსაკუთრებით კრემლის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ.
პესკოვმა სტუდენტებს ასევე განუცხადა, რომ რუსეთში ნაკლებად სავარაუდოა, უკან მიიღონ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყნიდან წასვლის შემდეგ "პირი გააღეს" და "დაიწყეს სამშობლოს გაკიცხვა", ან მით უმეტეს, დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერა.


