ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
17/11/2023 08:07:54 მსოფლიო
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, - იუწყება ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
მისი ინფორმაციით, სამი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აფეთქების მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


