აშშ–მა სანქციების სიაში კიდევ რამდენიმე კომპანია დაამატა
16/11/2023 18:11:11 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში რამდენიმე რუსული და რუსეთთან დაკავშირებული კომპანია დაამატა. სანქციების ქვეშ ასევე მოჰყვა სამი ტანკერი და ყოფილი სერბი მინისტრი, რომელიც რუსეთში ბიზნესით არის დაკავებული.
საუბარია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოფილ მინისტრსა და სერბეთის სახალხო პარტიის დამფუძნებელი ნენად პოპოვიჩზე და მასთან დაკავშირებულ ორ კამპანიაზე „დომინიონ ნიკოლსკიზე“ და „დომინიონ ტვერსკაია-იაროსლავკაიაზე“.
სანქციების ქვეშ ასევე მოხვდა ბოსნიური კომპანია „ბნ-ინჟინერინგი“, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციებით კავშირი აქვს ქარხანა „მოტორ სიჩს“, რომელიც არაერთი დასახელების პროდუქციას აწვდიდა რუსეთს.
სანქციების სიაში ფიგურირებს ასვე ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთი უმდიდრეს მეწარმე, იორდან კამჩევთან და მის დედასთან, რატკა კამჩევასთან დაკავშირებული ბუკმეკერული კომპანია „ბეტსიტი“.


