Accentnews.ge
აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

16/11/2023 17:25:52 საზოგადოება

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, ხოლო დანარჩენები ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.

მანამდე 1990-იან წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. იქ დასვენებული იყო აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, 14 მებრძოლის ნეშტები.

"2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი - 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ.

დღეისათვის, 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს", - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S