
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა
16/11/2023 13:35:32 ეკონომიკა, რეკლამა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7011 ლარი ეღირება, ევრო – 2.9299 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3494 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7008 ლარი ღირდა, ევრო – 2.9314 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3649 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ ამოქმედდება.