
"ქართული ლეგიონი": უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და 9 დაიჭრა
16/11/2023 12:27:41 საზოგადოება
დონეცკის მიმართულებით შეტევის დროს უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ქართველი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ლეგიონი" ავრცელებს.
"დონეცკის მიმართულებაზე შეტევითი ოპერაციის დროს ქართული ლეგიონის ორი მებრძოლი, რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილი დაიღუპა. დაჭრილია ცხრა მებრძოლი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"აქცენტის" ინფორმაციით, ბრძოლები, რა დროსაც ქართველები დაიღუპნენ და დაიჭრნენ, ბახმუტის მიმართულებაზე 15 ნოემბერს მიმდინარეობდა.
უკრაინაში რუსეთის სრუმლასშტაბიან შეჭრას 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. ომში დაღუპულ მებრძოლებს საქართველოში სამხედრო პატივით კრძალავენ.