
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16/11/2023 10:31:51 რეგიონები, რეკლამა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს 15:30 სთ-დან 17:30 სთ-მდე დროებით იზღუდებაყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია 19:00 სთ-მდე.