Accentnews.ge
იერუსალიმის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

იერუსალიმის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

16/11/2023 09:51:12 მსოფლიო

იერუსალიმის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, იერუსალიმიდან სამხრეთით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა სამმა პირმა. დაიჭრა 6 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციის ცნობით, სამივე თავდამსხმელი ისრაელის არმიის სამხედროებმა მოკლეს.

ისრაელი მომხდარს ტერაქტად აფასებს.

თავდასხმის გამო დაიკეტა იერუსალიმიდან ბეთლემისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის სამხრეთში მდებარე დასახლებებისკენ მიმავალი გზა. თავდამსხმელთა ვინაობა ჯერ–ჯერობით უცნობია.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე განთავსებულია პალესტინელთა ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ წინააღმდეგ, რომელიც ღაზას სექტორს მართავს, ისრაელი ომს აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S