Accentnews.ge
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.5%-ით შემცირდა

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.5%-ით შემცირდა

19/12/2019 07:44:25 ეკონომიკა

სტატისტის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში 752.3 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14.2 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.2 პროცენტს შეადგენს. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში იმპორტის მოცულობამ 2 087.6 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.4 პროცენტით ნაკლები და მთლიანი იმპორტის 25.7 პროცენტია.

საანგარიშო პერიოდში სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 839.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები კი, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 2.5 პროცენტით ჩამორჩება. 

ამასთან, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 1 794.9 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 21.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. იმპორტის მოცულობა 2 173.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა – 11.3 პროცენტით ნაკლები. მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 968.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნული კი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.9 პროცენტით მეტია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S