ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე შეთანხმდა
16/11/2023 06:56:22 მსოფლიო
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეთორმეტე პაკეტი წარუდგინა.
ახალი პაკეტი, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვაში მათი როლისთვის, სანქციების 120-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებას ითვალისწინებს. საუბარია რუსეთის ფედერაციის სამხედრო, თავდაცვისა და IT–სექტორის წარმომადგენლებზე, ასევე "სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ოპერატორებზე."
ცალკე, ნახსენებია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნებში მონაწილე პირების დასჯის აუცილებლობა, უკრაინელი ბავშვების იძულებით "განათლებაზე" პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დეზინფორმაციის გავრცელება და რუსეთის პროპაგანდა.
ევროკომისია იმპორტისა და ექსპორტის აკრძალვების შემოღებას გეგმავს, ასევე ზომებს, რომლებიც მიმართულია ნავთობის ფასის ზღვრის გაძლიერებისა და ევროკავშირის სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ.
იხილეთ ასევე: ევროკავშირი რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ურტყამს


