Accentnews.ge
ევროკავშირი რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ურტყამს

ევროკავშირი რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" ურტყამს

15/11/2023 13:58:37 მსოფლიო

ევროკავშირი გეგმავს, დანიას მის სრუტეებში გამავალი რუსული ტანკერების დაზღვევის შემოწმება დაავალოს. ევროპელ ოფიციალურ პირებს იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ რუსულ ნავთობზე დაწესებული "ჭერი" კვლავ ეფექტური იქნება. წერს Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით .

იხილეთ ასევე: აშშ რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტზე" დასარტყმელად ემზადება

დანიის მხრიდან სრუტეებში გამავლ გემებზე კონტროლის გამკაცრებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაართულოს რუსული ნავთობის ექსპორტი, რადგანაც ამ მარშრუტებზე რუსეთის საზღვაო გადაზიდვების 60% მოდის.

გეგმის მიხედვით, დანია უნდა გადაამოწმოს გემები, რომლებსაც არ აქვთ დასავლური კომპანიების დაზღვევა. შემოწმების საფუძველს კი დანიის კანონმდებლობა იძლევა, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას შეამოწმოს პოტენციურად ეკოლოგიურად საშიში გემები.

დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის მიზნით რუსეთი ძირითადად ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს იყენებს, რაც ძირითადად უკვე მოძველებული ტანკერებს წარმოადგენს.

გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ ზომის ეფექტურობა დამოკიდებული იქნება დანიის სამხედრო-საზღვაო ძალების რესურსებზე - რამდენი ტანკერის გაჩერება და შემოწმება შეუძლია სანაპირო დაცვის სამსახურს, რას მოიმოქმედებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ რუსული ტანკერები არ დაემორჩილებიან ბრძანებას.

რუსეთის ბალტიური პორტებიდან გამავალი გემების 100% მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად სწორედ დანიის სრუტეებით სარგებლობს - საუბარია დღეში დაახლოებით 2 მილიონ ბარელზე ნავთობზე, რაც რუსეთის მთელი საზღვაო ექსპორტის 60%-ია.

მანამდე The Wall Street Journal წერდა, რომ რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტის ნახევარზე მეტი უკვე ხორციელდება ტანკერებით, რომლებსაც არ აქვთ დასავლური დაზღვევა. ამან რუსეთს საშუალება მისცა, გაეზარდა ნავთობით დოლარის შედინება მის ბიუჯეტში, რადგან G7-ის მიერ დაწესებული ფასების ზღვარი დიდწილად აღარ არის დაცული. ამიტომ, ვაშინგტონი რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მუშაობის გართულების გზებს ეძებს.

გამოცემის წყაროები აღნიშნავდნენ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განიხილავენ, თუ როგორ გააძვირონ და გაართულონ ფლოტის ექსპლუატაცია და გაფართოება რუსეთისთვის. პირველი ნაბიჯის ფარგლებში პორტების ოპერატორებს გაეგზავნათ რეკომენდაციების სია, რამაც შეიძლება გაზარდოს რუსული გემების ხარჯები. კერძოდ, შეთავაზებულია, მათ მოსთხოვონ, დაამტკიცონ, რომ მათი დაზღვევა ფინანსურად სრულად დაცულია, რათა მათ შესაბამისი ტერიტორიული წყლებით გავლა შეძლონ. გარდა ამისა, როგორც გამოცემის წყაროები აცხადებდნენ, მუშავდება ახალი ზომები, რომლებმაც ნავთობით მოვაჭრეები უნდა აიძულონ, დაიცვან უკვე დაწესებული შეზღუდვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S