გერმანიის პრეზიდენტი: პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ
15/11/2023 14:47:25 მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, "პუტინი თვლის, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ მას ამ სამსახურს დასავლეთი არ გაუწევს".
მისი თქმით, გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება.
"უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მით უმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს. პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ!”, - განაცხადა შტაინმაიერმა.


