Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა მომავალ წელს განახლდება

ფინანსთა მინისტრი: თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა მომავალ წელს განახლდება

15/11/2023 14:02:48 საზოგადოება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა მომავალი წლიდან განახლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე დეპუტატთა კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“შემდეგი კითხვა შეეხებოდა თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობას. ამ გზისთვის ბიუჯეტში თანხები ჩადებულია და მომავალი წლიდან განახლდება მშენებლობა”, -აღნიშნა მინისტრმა.

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტობანის გზის პროექტზე ჯერ კიდევ 2012 წელს, სამშენებლო სამუშაოები კი 2014 წლის აპრილში დაიწყო და მისი დასრულება 2015 წლის სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S