Accentnews.ge
საგარეო საქმეთა სამინისტრო –  ქართველების ტყვედ ჩავარდნაზე: ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათი უფლებების დასაცავად

საგარეო საქმეთა სამინისტრო –  ქართველების ტყვედ ჩავარდნაზე: ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათი უფლებების დასაცავად

15/11/2023 11:34:44 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო უწყება ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.

სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას" და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად".

14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S