
ეროვნული ბანკი: რუსეთიდან ფულადი გზავნილები შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით თითქმის 80%-ით შემცირდა
15/11/2023 08:58:41 ეკონომიკა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოში 62 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ეს წლიურად 79.36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
შედარებისთვის, გასული წლის ოქტომბერში რუსეთიდან გზავნილების მოცულობა თითქმის 300 მლნ დოლარი იყო.
რუსეთიდან გზავნილების შემცირებამ გავლენა იქონია მთლიან ფულად გზავნილებზე. ოქტომბერში ჯამში 283 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ანუ თითქმის 44%-ით ნაკლები 2022 წლის ოქტომბერთან შედარებით.
80%-იანი კლების მიუხედავად, ფულად გზავნილებში რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზეა იტალია 43 მლნ დოლარით, მესამეზე კი - აშშ, 42 მლნ დოლარით.
ოქტომბერში, რუსეთისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც იტალიიდან (19%-ით), ასევე აშშ-იდან (39%-ით) გადმორიცხული თანხის ოდენობა.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამში ქვეყანაში 3.2 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, აქედან 1.3 მილიარდი დოლარი - რუსეთის ფედერაციიდან.