
ხასო ხანგოშვილი გარდაიცვალა
15/11/2023 08:00:07 საზოგადოება
ქისტი მწერალი ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი გახლდათ და აქტიურად იყო ჩაბმული პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო სკოლის მასწავლებელი.
ის იკვლევდა ქისტების ცხოვრებას და ისტორიას.
მისი წიგნი “ქისტები – 100 ამბავი” 2021 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურული პრემია “საბაზე” საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში.