Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი განათლების მინისტრს შეხვდა: ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ჩვენი საერთო მიზნების ქვაკუთხედია

აშშ–ის ელჩი განათლების მინისტრს შეხვდა: ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ჩვენი საერთო მიზნების ქვაკუთხედია

15/11/2023 07:52:05 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის ელჩი რობინ დანიგანი განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა.

"ელჩმა დანიგანმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს აშშ-საქართველოს ძლიერი და მზარდი საგანმანათლებლო პარტნიორობა. ჩვენ ერთად ვაძლიერებთ საქართველოს განათლების სისტემას, რათა მოვამზადოთ მომავალი თაობა პროფესიული წარმატებისა და აქტიური მოქალაქეობისთვის. ჩვენი საგანმანათლებლო პარტნიორობა ქვაკუთხედია ჩვენი საერთო მიზნებისა, რომელიც ემსახურება საქართველოს მხარდაჭერას, რომ ის გახდეს უფრო უსაფრთხო, წარმატებული და მყარად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S