ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელისადმი სოლიდარობის მარში გამართა
15/11/2023 05:05:45 მსოფლიო
ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანმა ისრაელისადმი სოლიდარობის მარში გამართა.
დემონსტრანტების ნაწილს მხრებზე აშშ-ისა და ისრაელის დროშები ჰქონდა შემოხვეული. ისინი „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ.
ქალაქში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებდა.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.


